ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ “საზოგადოებრივზე”, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება” – რას წერს ნინო ზაუტაშვილი?

“მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ “საზოგადოებრივზე”, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება” – რას წერს ნინო ზაუტაშვილი?
ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია “პირ­ველ არხზე“ გა­და­ცე­მის “რე­ა­ლუ­რი სივ­რცე” წამ­ყვა­ნია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დათო გორ­გი­ლა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის წერს, ჯერ ზუს­ტად არ იცი­ან, “გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის“ გარ­და, კი­დევ რო­მე­ლი გა­და­ცე­მე­ბი შე­ე­წი­რე­ბა ფი­ნან­სურ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.
“ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ყვე­ლა მთავ­რო­ბა ერთი და იგი­ვე გზას და­ად­გა, არაფ­რის დი­დე­ბით არ დათ­მოს გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­ზე. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჯერ ზუს­ტად არ ვი­ცით, კი­დევ რო­მე­ლი გა­და­ცე­მე­ბი შე­ე­წი­რე­ბა ფი­ნან­სურ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, როცა პარ­ლა­მენ­ტში მსხდო­მებ­მა სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას ერ­თხმად მის­ცეს ხმა. მე ზუს­ტად ვიცი, ყვე­ლა გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც დავ­კარ­გავ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­ზე, ვნა­ხავ სხვა­გან, მაგ­რამ თა­ვად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მის იდეა ძა­ლი­ან კნინ­დე­ბა და მთე­ლი გუ­ლით გან­ვიც­დი” – წერს ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.