“მე ვცდილობდი სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც…” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ დეპუტატმა მ „გირჩთან” დაკავშირებით ს განცხადების კომენტირებისას თქვა:
„ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და კარგია, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით რომ გამოვიდა. კონკრეტულ საკითხებზე (თანამშრომლობასთან დაკავშირებით) ჩვენ რაც შეგვეხებოდა, ეს იყო ეროვნული ბანკი და დიდი ამნისტიის თემა. თუ ამას გაგრძელება მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან როგორც პარლამენტში, ისე მათ მედიასაშუალებებში, ეს იქნება კარგი პრეცედენტი. შემდეგ თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ამას ექნება ინტენსიური ხასიათი, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი, თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ? მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა. „გირჩი“ რომ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ. მე ვცდილობდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც და ზეპირსიტყვიერადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი, მინდოდა გამეგო მისი მოზარება რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა მართლა, რისთვისაც ვიბრძოლებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
“ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.
ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.
არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას”
მისივე თქმით, ზოგიერთი გაერთიანება ახლავე მოხდება, “ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ