არქივი20 სექტემბერი, 2024, 15:41
“მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა” – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძესთან და “ძლიერ საქართველოსთან” მოლაპარაკების ჩაშლაზე ისაუბრა და თქვა:
“ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. კი მე დავუსვი ამ მოლაპარაკებას წერტილი”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.