„მე ბიზნესმენი ვარ და მეც ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ვემსახურები ჩემს მიერ აღებულ სესხებს“ – გიორგი სიხარულიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი სიხარულიძე:
„ბანკებისა და გამოსახლებების შესახებ. მე ბიზნესმენი ვარ და მეც ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ვემსახურები ჩემს მიერ აღებულ სესხებს.
ის რაც დღეს მოხდა, სახელმწიფოს უბიძგებს და აძლევს არგუმენტს მოირგოს “მზრუნველი მშობლის” როლი ,სავარაუდოდ დააწესებს ახალ რეგულაციებს, ისეთს როგორიც უკვე არის(არ შეიძლება ერთი ბინის დატვირთვა იპოთეკით,თუ სხვა ბინა არ გაგაჩნია,არ შეიძლება უცხოურ ვალუტაში დაბალპროცენტიანი სესხის აღება თუ სესხის მოცულობა 300000 ლარზე ნაკლებია და ა.შ.) ან უარესს . ეს დამატებითი რეგულაციები ზრდის სესხის გაცემისას რისკებს ბანკებისთვის და შესაბამისად გვეზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთი და კიდევ უფრო გვირთულდება სესხის მომსახურება.
როდემდე ვიყოთ ამ მოჯადოვებულ წრეში ,მიუხედავად იმისა რომ რასაც ვწერ არაპოპულარულია,უნდა ვთქვათ- ვიგრძნოთ თავი ზრდასრულებად , ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნუ ვთხოვთ სახელმწიფოს იყოს ჩვენი “მზრუნველი მშობელი”. მაგრამ რა გასაკვირია მოსახლეობისაგან მსგავსი მიდგომა ,როდესაც ყოფილი ბანკირი კერძო იპოთეკარს მევახშეს ეძახის…“

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”