„მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი და ამისათვის ნებართვა არ მომითხოვია“ - პრეზიდენტი
„მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ და ამისათვის ნებართვა არ მომითხოვია. ვფიქრობ, აზრს მოკლებულია“ - ასე უპასუხა France 24-ის ჟურნალისტის შეკითხვას - გეგმავს თუ არა ახლო მომავალში ევროპაში დაბრუნებას და სთხოვს თუ არა ამისთვის ნებართვას მთავრობას? საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს France 24 English-თან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მსურს დავაზუსტო - მე ვიქნები იქ, სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო იქნება ისევ და ისევ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად - კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერის, კონსოლიდაციისა და ევროპის გზაზე ჩვენი იქ მიყვანისათვის, სადაც საჭიროა. მე არ ვიმოგზაურებ სიამოვნებისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.