ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მე არ ვიცი სხვა რომელი განვითარებული საზოგადოება ასეთ განაცხადს აიტანდა” – სალომე ზურაბიშვილი

,, მე არ ვიცი სხვა რომელი განვითარებული საზოგადოება ასეთ განაცხადს აიტანდა” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი განათლების რეფორმის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.” – თქვა ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მე არ ვიცი სხვა რომელი განვითარებული საზოგადოება ასეთ განაცხადს აიტანდა.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი შვილებისთვის – რომლებსაც არ ჩათვლიან “მაღალკვალიფიციურად” ადგილი არც ქართულ უნივერსიტეტში და აწი (ბოლონიის სისტემიდან გამოსვლის შემდეგ) არც ევროპის უნივერსიტეტებში არ იქნება. და ისიც კარგად გესმით ალბათ “კვალიფიციურ სტუდენტს” ვინ და როგორ დაადგენს!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.