ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მე არ გამკვირვებია მათი საქციელი – ვიქტორ ჯაფარიძე ნაც.მოძრაობაზე

მე არ გამკვირვებია მათი საქციელი – ვიქტორ ჯაფარიძე ნაც.მოძრაობაზე
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის ვერ დაინიცირება არის რადიკალური ოპოზიციის დეპუტატთა ტიპური ღალატი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ იკადრა უკადრებელი და 2008 წლის ომის დაწყება დააბრალა ქართულ ჯარს, მათგან აღარაფერი უკვირს.
„დღეს რატომ გაგვიკვირდა, რომ ევრონესტის, ერთ-ერთ მორიგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მე არ გამკვირვებია. მე ის გამიკვირდება ქვეყნისთვის რამე სასიკეთო რომ გაეკეთებინათ,“ – აღნიშნა მან. „ეს არ არის პირველი შემთხვევა „ნაცმოძრაობისა“ და ჩვენი უღირსი, უმსგავსო ოპოზიციის ქმედებისა. მათგან მე არ გამკვირვებია. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღ ნაწილსაც არ გაუკვირდა.
მათ არ შერცხვათ და იკადრეს უკადრებელი, როცა ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება. ერთ-ერთ რეზოლუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ქართულმა ჯარმა, კასეტური ბომბებით დაიწყო ცხინვალში საომარი მოქმედებები და ამის მხარდამჭერებისგან დღეს რატომ გაგვიკვირდა, რომ ევრონესტის, ერთ-ერთ მორიგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მე არ გამკვირვებია. მე ის გამიკვირდება ქვეყნისთვის რამე სასიკეთო, რომ გაეკეთებინათ. ეს არის ტიპური ღალატი, ჩვეულ სტილში აგრძელებენ მოქმედებას და მუშაობას.“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
Next: „ნაციონალურმა მოძრაობამ” და რადიკალურმა ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.