“მე არაფერი არ გამირევია… თუ დადასტურდა, რაც უნდათ ის უქნიათ” – შარმანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, თენგიზ შარმანაშვილმა BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება და ამბობს:
“მე არაფერი არ გამირევია, მაგრამ ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩივრების დასაწერად. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ. მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული დაასანქციროს კი არა დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის.”
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა