პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მე ამას განვიხილავ… – ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე

„მე ამას განვიხილავ… – ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას განიხილავს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, თუმცა არ სურს, რომ უკრაინელებს ზიანი მიაყენოს.
არ გვსურს ვინმეს ზიანი მივაყენოთ და, რა თქმა უნდა, არ ვცდილობთ მათთვის ზიანის მიყენებას. მე ამას განვიხილავ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მიზანშეწონილია, ზოგი კი ასე არ ფიქრობდა. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ, მაგრამ არ გვსურს, მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მედიაში გამოქვეყნებული ეს კულუარული ინფორმაცია თეთრი სახლის სპიკერმა ოფიციალურად უარყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.