ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეწყერი სურამში - სტიქიის ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმროში გადაიყვანეს ათი მოქალაქე, დანარჩენები კი, საკუთარი სურვილით, ნათესავებთან დაბინავდნენ.
თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, მიწის მასა დაახლოებით ორი საათის წინ დაიძრა. მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილი გეოლოგთან ერთად დაათვალიერეს, რომლის რეკომენდაციითაც მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა გადაწყდა.
ხაშურის მერის განცხადებით, გეოლოგების ჯგუფი ტერიტორიას დეტალურად ხვალ დილიდან შეისწავლის.
თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა სტიქიის ზონიდან ექვსი ოჯახის გაყვანის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა. ხაშურის მერის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 40 ოჯახია უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.