ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მეც გაბრაზებული ვარ, პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

“მეც გაბრაზებული ვარ, პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

სამოქალაქო აქტივისტი, მიშა მესხი:
ამ წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გამიგია სიტყვა, მოიცა რა, რა ნაცები მოვლენ და ნაცების დრო წავიდა… იცით, რა მაინტერესებს? თქვენი აზრით, ეს “ახალი” და ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს უმრავლესობაში, დავუშვათ, გაქვთ იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე მოიხდის? ან გაქვთ ილუზია, როცა სააკაშვილი ციხიდან გამოვა დათო ახალაია, ბაჩო ახალია, დავით კეზერაშვილი, გია უდესიანი საქართველოში არ ჩამოვლენ? ან მეგის ქარდავა, რომელსაც ყველაზე ცუდ საქმეებს აკეთებინებდა ეს ხელისუფლება, არ გამოვა ციხიდან? ამიტომ არ უნდა დავუშვათ იმ მანიაკების მობრუნება ხელისუფლებაში. მე მესმის თქვენი, ბევრი ძალიან გაბრაზებულნი ხართ, მესმის თქვენი გაბრაზებაც, მეც გაბრაზებული ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ის ადამიანები არ იქნენ ისე დაფასებულნი, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ და მეტიც, ჩვენ პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ. გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცეები გამოვლენ და გეტყვიან, მიშას ვებრძოდიო და თვალით არ გვინახია, ქართულ ოცნებაში 2018–2019 წლებში რომ ამოვიდნენ სოკოებივით, მე მათი ბრძოლა არ მახსოვს. მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდში და მანამდეც, 2005–2006 წლებში, როცა 20 კაცი კეტავდა ქუჩას და სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებს აკეთებდა, იმ 20 კაცში შევდიოდი, ნაკლები, ოცი კაციც არ ვიყავით. მეგობრებო, არ არის გაბუტვის დრო, ყველა ერთად უნდა წავიდეთ 26–ში არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.