ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეცოლა მეორე ვადით აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად

რობერტა მეცოლას 16 ივლისს ფართო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად. მეცოლა პირველი ქალია, რომელიც ევროკავშირის კრების თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა.
მეცოლა - მალტელი კანონმდებელი - ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქალია, რომელიც 2022 წელს ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა და მეორეა გერმანელი მარტინ შულცის მერე, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს 1979 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირის პარლამენტის შემადგენლობის პირდაპირ არჩევის წესი შემოიღეს.
მეცოლა ევროკავშირის კანონმდებელთა დიდმა უმრავლესობამ აირჩია კიდევ ორ-ნახევარწლიანი ვადით.
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა რობერტა მეცოლას მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
Reuters-ის ცნობით, მას 623 დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა მხარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.