ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მეღვინეობა ბარაკონი" 40 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს - რა შემთხვევაში გაიზრდება მოცულობები?

"მეღვინეობა ბარაკონი" 40 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს - რა შემთხვევაში გაიზრდება მოცულობები?

"მეღვინეობა ბარაკონი" დამფუძნებელი წარმოების გაზრდას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მის ღვინოზე ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე მოთხოვნა იქნება. BM.GE-სთან საუბრისას კახაბერ გორდეზიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად კომპანია 40 000 ბოთლს ასხამს, თუმცა მისი საწარმოო სიმძლავრე 150 ტონაა. ძირითადად, ადგილობრივად არიან წარმოდგენილი და ღვინოს ბალტიისპირეთსა და ჩეხეთშიც ყიდიან.
„ჩვენი ვენახებიდან მოწეული ყურძენი წარმოების მხოლოდ 20%-ს მოიცავს, დანარჩენს ადგილობრივი ფერმერებიდან ვიბარებთ.
თუ მოთხოვნა იქნება, ჩვენს წარმოებას გავაფართოებთ. ასევე, [მეღვინეებს] გვინდა, რომ ფასები დარეგულირდეს და გაყიდვები გაიზარდოს.
ჯამში მუდმივად 12 ადამიანი გვყავს დასაქმებული, თუმცა რთველის პერიოდში 15 ადამიანამდეც ავედით. რთველი ნორმალური იყო. ველოდებით საშუალო, მაგრამ მაღალი ხარისხის მოსავალს. დაახლოებით 50-60 ტონა ყურძნის გადამუშავებას ვგეგმავთ. ამასთან, ვემსახურებით წარმოებებს და გადავამუშავებთ ყურძენს“,- აცხადებს გორდეზიანი.
მისივე ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე ყველა ღვინის მაღაზიასა და რესტორანში არიან წარმოდგენილი. პროდუქციის რეალიზაცია მაღალი კატეგორიის ღვინის ფასში ხორციელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.