ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექსიკის პრეზიდენტი - ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია

მექსიკის პრეზიდენტი - ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია

პრეზიდენტ ტრამპთან კარგი საუბარი მქონდა, ტარიფები ერთი თვით შეჩერებულია, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი X-ზე წერს.
„ჩვენ რამდენიმე შეთანხმებას მივაღწიეთ: მექსიკა ჩრდილოეთის საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა, განსაკუთრებით ფენტანილი, შეაჩეროს“, - წერს კლაუდია შეინბაუმი.
მისი თქმით, აშშ მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.
„დღეს ჩვენი გუნდები მუშაობას ორ სფეროში დაიწყებენ: უსაფრთხოება და ვაჭრობა“, - აღნიშნავს მექსიკის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) უნდა შესულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.