ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექსიკის პრეზიდენტი - მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია

მექსიკის პრეზიდენტი - მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია

მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია, - ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
„აშშ-ის ჩინეთიდან ძალიან ბევრი შეაქვს. ეს დიდი ხნის განმავლობაში თავად აშშ-ის, ისევე როგორც კანადის, ეკონომიკური პროექტის ნაწილი იყო. მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია“, - განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.
მისივე თქმით, კანადასთან და აშშ-სთან ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გეგმავს აჩვენოს, რომ აღნიშნული მოსაზრება მცდარია.
„გეგმა გვაქვს, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ავითარებს, რომ ჩინეთიდან შემოსული პროდუქცია ჩავანაცვლოთ და უმეტესობა აქ ვაწარმოოთ“, - აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.