მექსიკაში ძლიერი წვიმის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, ან დაკარგულად ითვლება

მექსიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა და 65 დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას Reuters-ი მექსიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად 100 000-მდე სახლი დაზიანდა.
სამოქალაქო დაცვის ეროვნული კოორდინატორის, ლაურა ველასკესის ინფორმაციით, ყველაზე მეტად იდალგოს და ვერაკრუსის შტატები დაზარალდა. ვერაკრუსში 29 ადამიანი დაიღუპა და 18 დაკარგულად ითვლება, იდალგოში კი სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა და 43 დაკარგულად ითვლება.
წვიმამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, დაიტბორა და ტალახით დაიფარა ქუჩები.
ხელისუფლებამ ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილების ევაკუაციის, დასუფთავებისა და მონიტორინგის მიზნით შესაბამისი სამსახურების ათასობით თანამშრომლის მობილიზება მოახდინა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ფოკუსირებულები არიან სხვადასხვა ვირუსის გავრცელების, მათ შორის დენგეს ცხელების, შეკავებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…