ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექსიკაში საარჩევნო კამპანია დაიწყო

მექსიკის საპრეზიდენტო კანდიდატები 1 მარტს ივნისის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებენ. რბოლაში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს. ორივე, მმართველი და ოპოზიციური კოალიციის წამყვანი კანდიდატი ქალია და შედეგად ლათინური ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყნის სათავეში პოსტს ქალი პირველად დაიკავებს.
მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი, რომელიც კენჭს იყრის კოალიციის ეგიდით, რომელსაც ხელმძღვანელობს ამჟამინდელი პრეზიდენტის ანდრე მანუელ ლოპეს ობრადორის მემარცხენე პარტია "მორენა", 20 პროცენტული პუნქტით უსწრებს ყოფილ სენატორ ხოჩიტლ გალვეზს, რომელიც ოპოზიციურ კოალიციას წარმოადგენს.
თუ შეინბაუმი გაიმარჯვებს, 61 წლის მეცნიერი და ლოპეს ობრადორის ახლო მოკავშირე გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ატარებს და რომელიც მოიცავს სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ნაზავს ფისკალურ დისციპლინასთან, რამაც ხელი შეუწყო მექსიკის პესოს ღირებულების გაზრდას.
კანდიდატმა პირობა დადო, რომ გაუმკლავდება უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა ზოგიერთი საზომით, მექსიკას მაინც აყენებს ამერიკის ყველაზე მაღალი ძალადობის მქონე ქვეყნებს შორის.
ივნისში, პრეზიდენტის გარდა, მექსიკელი ამომრჩევლები ასევე აირჩევენ ქვეყნის კონგრესის ორივე პალატას. იმის გამო, რომ შეინბაუმის გამარჯვების შანსები კარგია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "მორენა" მიზნად ისახავს ქვედა პალატაში და სენატში საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, რათა საკონსტიტუციო რეფორმები დაიწყოს ოპოზიციის მხარდაჭერის საჭიროების გარეშე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.