მექრთამე კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ გაუბედავდა მას სიტყვის თქმას, ან დათა ახალაიას. წარმოგიდგენიათ ვის ხელში იყო სამხედრო ძალები

მექრთამე კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ გაუბედავდა მას სიტყვის თქმას, ან დათა ახალაიას. წარმოგიდგენიათ ვის ხელში იყო სამხედრო ძალები
მექრთამე კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, ვინ გაუბედავდა მას სიტყვის თქმას, ან დათა ახალაიას. წარმოგიდგენიათ ვის ხელში იყო სამხედრო ძალები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აგვისტოს ომზე საუბრისას.
„გენერლებმა დღე ნახევარში მოკურცხლეს ომიდან და ჯარისკაცები იქ დარჩნენ. არც ერთი გენერალი არ მომკვდარა, არც ერთი ოფიცერი არ მომკვდარა, ჯარისკაცები დაიღუპნენ, ვინც დარჩნენ იქ ბოლომდე. ანწუხელიძეს სახელს როგორ ახსენებენ ეს უთავმოყვარეოები. წამებისთვის გასწირეს ბიჭები. დაუტოვეს ამ კაციჭამიებს უპატრონოდ, უკავშიროდ, დახმარების გარეშე. რატომ ეყარა გვამები ქართველი ჯარისკაცების, იმიტომ, რომ გენერლები გაიქცნენ. გორში აღარ იყო აღარავინ, არა თუ ცხინვალის რეგიონში. მათ კისერზეა ანწუხელიძის წამება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც მომავალში გახდება ცნობილი. ამ კომისიის საწინდარი სწორედ ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი გაიგოს.
აგვისტოს ომის დროს ორ მხარის ინტერესებს ემსახურებოდა, ეს იყო ამერიკა და . საბოლოო ჯამში წააგო მხოლოდ საქართველომ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის