ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მექაში ჰაჯის შესრულების დროს 550 ადამიანი სიცხისგან დაიღუპა

საუდის არაბეთში, მექაში ჰაჯის შესრულების დროს 550 ადამიანი სიცხისგან დაიღუპა.
მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა. საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამსახურების თქმით, სულ სიცხისგან 2000-დე ადამიანი დაშავდა.
დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები.
ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო.
ჰაჯი უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობაა მსოფლიოში. ის მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.