პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეფისქალაქი - რკონის გზის 9 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

მეფისქალაქი - რკონის გზის 9 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის დაახლოებით 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ 4 – კმ 13) რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფარი ძირითადად ხრეშოვანია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. სატრანსპორტო მოძრაობის გასაუმჯობესებლად, გზის მონაკვეთზე ჩატარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზა კასპის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან, ხოლო სოფლებს — რკონს, ჩაჩუბეთსა და ერთაწმინდას — მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტული გადაადგილებისთვის.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 628 830 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 12 თვეა.
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636805&lang=ge“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.