ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მეფე გორგასლის" წილი იყიდება - რა ღირს სასტუმრო და რესტორანი?

"მეფე გორგასლის" წილი იყიდება - რა ღირს სასტუმრო და რესტორანი?

ძველი თბილისში, გორგასლის 3-ში მდებარე სასტუმრო და რესტორანი, "მეფე გორგასალი" იყიდება. ინფორმაციას ტურისტული ობიექტი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
"სასტუმრო მდებარეობს უნიკალურ ლოკაციაზე, ძველ თბილისში. შენობას აქვს შეუდარებელი ტერასა, რომლიდანაც თბილისის ღირსშესანიშნაობებზე 360°-იანი ხედი იშლება. ინტერიერისთვის დამახასიათებელია თბილი ფერები, დახვეწილი ავეჯი და სხვადასხვა დეკორაციები, რომელთა ერთობაც ნებისმიერი სტუმრისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. სასტუმროს ფართობი 1605 კვ.მ.-ია, რომელშიც გაერთიანებულია 28 ოთახი, აივნები, მისაღები სივრცე, 2 რესტორანი და ბოლო სართულზე გასაოცარი ტერასა, გადახურვის ნებართვით",- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE მეტი დეტალის გასაგებად ობიექტის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. სადაც აცხადებენ, რომ იყიდება სასტუმროს წილი და ახალ პარტნიორს ეძებენ ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.
მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ბიზნესის განვითარება და ზრდის სურვილი გახდა.
რაც შეეხება ტურისტული ობიექტის გასაყიდ ფასს, "მეფე გორგასლის" წილი 5.7 მლნ დოლარადაა შეფასებული.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.