ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლეც. მან მოსამართლეს მეუღლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სიტყვით გამოვიდა თავად დაკავებულიც - მისი თქმით, ის მომხდარის გამო წუხს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.