ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს
მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
„ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს. თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“, - წერს ჟურნალისტის მეუღლე სევინჩ სადიგოვა და კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ კადრებში პოლიციის ფორმიაი პირები არ ჩანან - ჩანს მხოლოდ ორი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და 112-ის რამდენიმე თანამშრომელი.
„პუბლიკა“ შსს-სთან ცდილობს დეტალების დაზუსტებას.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.