მეუფე შიო პატრიარქზე – როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა – თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს

როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას , – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე შიო მუჯირმა აღნიშნა, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.

“ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი იქნება პატრიარქის მდგომარეობის დინამიკა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის.

ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა”, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”