მეუფე შიო – მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის სასიკეთო, გაბედული ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, კანონებიდან გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ, შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.
მეუფე შიომ აღნიშნული კანონის მიღების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„ეს ძალები ებრძვიან არამარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად, ტრადიციულ ოჯახს. მინდა, ვთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან, რადგან როგორც გითხარით, მცირე ეკლესია ოჯახია – დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, ისეთები, როგორებიც იყვნენ, არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძეც, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. ამიტომ საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებით წინ აღვუდგეთ ამ ტექნოლოგიებს და ამ თეორიებს და თუ რამე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ შევაკავოთ და აღმოვფხვრათ ისინი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. მე ვგულისხმობ, შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა