მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქს: თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1977 წლის 25 დეკემბრიდან ქართული ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს. მაქვს პატივი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ