მეუფე საბა არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი არ გამორიცხავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებამდე რომელიმე მღვდელმთავარმა პოზიცია შეცვალოს და სხვა კანდიდატს მისცეს ხმა.

როგორც მეუფე ამბობს, მანამდე დიდი დროა და გამორიცხული არაფერია.

მეუფე შიოს 50 % +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე არის დროც, შესაძლოა, რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა, – ამბობს მეუფე.

სასულიერო პირი საპატრიარქო კანდიდატებზე და კენჭისყრის შედეგებზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, თავდაპირველად 15 კანდიდატი იყო, რომელიდანც ცხრამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

15 საპატრიარქო კანდიდატი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომ კენჭი ეყარათ. 15 კანდიდატიდან ცხრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო ექვსმა დატოვა კენჭის ყრისთვის. ესენი იყვნენ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსოთი და მეუფე გრიგოლ კაცია და ის არის შედეგი, რაც სახეზე, – ამბობს მეუფე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად