მეუფე ნიკოლოზის მორიგი ვიზიტი მოსკოვში – რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული მიტროპოლიტი ვიზიტის მიზეზებზე

მეუფე ნიკოლოზის მორიგი ვიზიტი მოსკოვში. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ რუსეთში დავით არსენიშვილის სახელობის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც წმინდანად შესარიცხ პირთა სიას განიხილავდნენ.
როგორც თავად ამბობს, ამჯერად, არ შეხვედრია მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ შორის არც პატრიარქ კირილეს. თუმცა, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ კავშირები აუცილებელია.
“მოსკოვში კონფერენციაზე ვიყავი. მე, საერთოდ, ხშირად დავდივარ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. კირილესთან ერთად წირვა მომიწია მაისში, მას შემდეგ აღარ მქონია მასთან ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგანაც ისე ვერავითარ მოლაპარაკებასა და ურთიერთობის განვითარებაზე ვერ გვექნება საუბარი,” – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ფაჩუაშვილი.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე და განმარტა, რომ, თავის დროზე, სააკაშვილის მიერ უვიზო მიმოსვლის დაწესებას მიესალმებოდა, ამჯერად კი, ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება.
“მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად აგვისტოს ომისა, მან სულ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მათ ოკუპაციის კანონი არ აქვთ დარღვეული. ახლა კი რუსეთმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული,” – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე