ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს

მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს. ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა განაცხადა. სასულიერო პირმა უკვე მეორედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარ ხალხთან დიალოგი დაიწყოს.

მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში დაგროვილ დაძაბულობას შესაბამისი პასუხი მოჰყვება, თუ შერიგების პროცესი არ დაიწყება.

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი.... ჩვენ ხო სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან  რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად, - თქვა მეუფე იაკობმა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.