ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე იაკობი შიო III-ს - ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

მეუფე იაკობი შიო III-ს -  ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს გამორჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეუფე იაკობი შიო III-ს საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო გამოირჩია და სახელად უწოდა - შიო III.

სიყვარულით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა, შიო III-ს გამორჩევას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

აქსიოს, აქსიოს, აქსიოს!

მრავალჟამიერ პატრიარქო!“ , - წერია მეუფე იაკობის პოსტში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.