მეუფე იაკობი “ოცნების” განათლების რეფორმას აკრიტიკებს

მეუფე იაკობი “ოცნების” განათლების რეფორმას აკრიტიკებს – როგორც ბოდბედლმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას თქვა, რეფორმა სკოლიდან უნდა დაიწყოს და არა უნივერსიტეტებიდან.

სწორად უნდა გავატაროთ რეფორმა, რომ ფული გადაყრილი არ გამოდგეს. სახელმწიფოში ფული არ გადაიყაროს – ამბობს სასულიერო პირი.

„განათლების რეფორმას გვეუბნებიან და საოცარია, ის რასაც უნივერსიტეტებიდან ვიწყებთ. ჩახედული ადამიანები ყველა იტყვიან, რომ ძალიან კარგია რეფორმა, მაგრამ, ის სკოლიდან უნდა დაიწყოს. ეს ისევეა, როგორც ვთქვათ, მაღალსართულიან სახლებს აშენებდე. ვთქვათ, ასსართულიანს აშენებდე და 98-ე, 99-ე, მეასე სართული ააშენო და მერე ჩაუყარო საძირკველი.

რაც ვიცი, იმას ვამბობ. ნებისმიერთან დავდგები და არა მგონია, ჩემთან იმაში, ის დაამტკიცონ. აქეთ დავუმტკიცებ. სწორად უნდა გავატაროთ რეფორმა, რომ ფული გადაყრილი არ გამოდგეს. სახელმწიფოში ფული არ გადაიყაროს. კარგი ჩანაფიქრი არის და ესეც უნდა ვკითხოთ ახალგაზრდებს.

ევროპა, ევროპა, ევროპა რომ იძახოდნენ და იძახიან. აი, ევროპას როგორ აღიქვამენ, ხომ? აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ… თორემ გადახედეთ, რა დღეშია საწყალი ევროპა. რუსეთ-უკრაინის ომი შემორჩათ და რა დღეში არიან. ღმერთი გვშველის, როგორი გარემოცვაც გვაქვს და არ გიკვირთ ახლა, არაფერი რომ არ ხდება ჩვენთან, რის გამოა ასე? ასე ერმა დაიმსახურეთ ეს.”- თქვა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის თანახმად, სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.

ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს