ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე იაკობი მაია სანდუზე: გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია

მეუფე იაკობი მაია სანდუზე: გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?!- განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
„ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით, თუ გარეთ. გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე წინა დღეებში არჩევნები… გამოდის უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. დაგვანებეთ თავი. სოციალისტური ბანაკის ტერიტორიაზე რომ ცხოვრობდნენ, ის ადამიანები გამოდიან, ევროპარლამენტარებზე ვსაუბრობ და საქართველოს წინააღმდეგ ხშირად იგებენ ხოლმე რაღაცას [რეზოლუციებს]. ცდილობენ საქართველოში არეულობა იყოს და მე არ მრცხვენია ამის თქმა. ფიქრობენ, რომ უკრაინას თუ გაუსწორდა რუსეთი, მერე ვიღაცის ჯერი ხომ უნდა დადგეს და არ უნდათ თავიანთ ქვეყნებს მიადგეს რუსეთი. მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?! ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?! საუბრობთ იმიტომ, რომ უცხოელს გინდათ მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ?! ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ აი დამთავრდა არჩევნები და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე – გავაძლიეროთ საქართველო“, – აღნიშნა მეუფემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.