ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე იაკობი: ...ამიტომ ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის

ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც პროკურატურის ნოტარიუსი იყო, ამიტომ ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის
საკვირაო წირვის დასრულების შემდე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ისაუბრა.
„მოიფიქრეს რაღაც, მოსამართლეები არ მოსწონთ და მოდით, უცხოელი ხალხი ჩავრიოთ და იმათმა თქვან ვინ არის კეთილსინდისიერი და ვინ – არაო. ახლა მე რომ დამავალოთ, პარტიები რომ არჩევნებზე გადიან, სიები მე რომ შევუმოწმო და მე რომ მომანდოთ ვინ გავიდეს და ვინ არა, მე ხომ ჩემი შეხედულება მექნება. მე უნდა გადავუწყვიტო, ან უცხოეთიდან უნდა გადაწყვიტონ? – არა. ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც პროკურატურის ნოტარიუსი იყო, ამიტომ ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.