მეუფე ზენონი – უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან

უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე ზენონი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ „პოსტში“ საუბრობს უთანასწორობასა და უსამართლობაზე და აცხადებს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია.
„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!
“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, – წერს მეუფე ზენონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში