არქივი21 ივნისი, 2024, 12:10
მეტროს საბურთალოს ხაზმა სრულად განაახლა მუშაობა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს. სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს - ამ სადგურზე, ლიანდაგებში, დღეს დილით მგზავრი ჩავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
დაშავებული ლიანდაგებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი გადაიყვანა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ინციდენტის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები სადგურის მოედნიდან“ მხოლოდ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.