ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეტროს „საბურთალოს ხაზი“ 16 ივლისს მგზავრებს აღარ მოემსახურება

თბილისის მეტრო მუშაობას ყოველ დილით, 06:00 საათზე იწყებს და ღამის 12:00 საათზე ამთავრებს. საბურთალოს ხაზმა მგზავრების მიღება კი დღეს, 16 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე შეწყვიტა.
მეორე ხაზზე შვიდი მეტროსადგურია: „სადგურის მოედანი 2“, „წერეთელი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“, „დელისი“, „ვაჟა-ფშაველა“, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
„ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ... პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს“, - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
მათივე ცნობით, მეორე ხაზი მუშაობას განაახლებს ხვალ, 17 ივლისს, დილით, 06:00 საათიდან, როცა მეტროს სამუშაო საათები იწყება.
თბილისის მეტროს ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაჰყავს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.