მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო – მოძრაობა განახლებულია

თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა, მგზავრების გადაყვანა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე ვერ ხერხდებოდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის, მოძრაობა სრულად განახლდა.
“გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა მს “რუსთაველზე”, რის გამოც მგზავრებს მხოლოდ მს “ახმეტელის თეატრიდან” მს “სადგურის მოედნამდე” ვემსახურებოდით.
ამ ეტაპისათვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს”. – წერს სატრანსპორტო კომპანია.