არქივი9 ნოემბერი, 2024, 15:52
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და წევრები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას შემდეგ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსულ მსვლელობას შეუერთდებიან.
ადგილზე აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი - „გაიღვიძე საქართველო“, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.