ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დაკეტილია - პოლიციის სისასტიკე აქციაზე პიკს აღწევს

მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დაკეტილია - პოლიციის სისასტიკე აქციაზე პიკს აღწევს
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა.

პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

სულ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები წიწაკის სპრეით დაარბია.

ემზადებიან წყლის ჭავლის გამოსაყენებლადაც.

“ბავშვებს აკავებდნენ და სპრეი შეასხეს”, – წერს გეგუჩაძე.

გარდა ამისა ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ მეტროსადგული "თავისუფლების მოედანი დაკეტა."

პოლიციამ მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დაკეტა - რა ვითარებაა ადგილზე?
მეტ­რო­სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" მო­ქა­ლა­ქე­ებს არ უშ­ვე­ბენ. კერ­ძოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნია, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს, ამას­თან, ჩა­კე­ტი­ლია მეტ­რომ­დე მი­სას­ვლე­ლი მო­ნაკ­ვე­თიც.

რო­გორც ერთ-ერ­თმა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა მო­ქა­ლა­ქეს უთხრა, “მეტ­რო დრო­ე­ბით და­კე­ტი­ლია”.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სად­გუ­რი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოძ­რა­ობს.

ამ წუ­თებ­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მთელ პე­რი­მეტრზე, კერ­ძოდ, ჭი­ჭი­ნა­ძის, ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­სა და ასე­ვე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია რო­გორც სპეც­რაზ­მი და ასე­ვე შსს-ს სხვა და­ნა­ყო­ფე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ „არა რუ­სულ კა­ნონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

17:27 / 14-05-2024
ბაბუის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თეს.

მათ კი ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ი­სა და პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტეს და ე.წ. ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თეს. ამ ფორ­მით ისი­ნი პი­რის­პირ დგა­ნან შსს-ს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბის წი­ნა­შე.

მა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დი­თა შე­სას­ვლე­ლე­ბი - ჭი­ჭი­ნა­ძი­სა და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი.

ნახეთ შსს-ს განცხადება:

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის მიზ­ნით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მი­თი­თე­ბებს, არ და­უშ­ვან სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად ეს­კა­ლა­ცია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს".

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.