„მეტროპოლი“ საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი“ გლობალური ჯილდოს მფლობელია. საერთაშორისო აღიარება კომპანიამ პროექტისთვის Metropol Oval მიიღო, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს გამოარჩევს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაციასა და პროფესიონალიზმს ასახელებს. წელს Luxury Lifestyle Awards-ზე მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი შეფასდა. 400 კატეგორიიდან ერთ-ერთში ჯილდო სწორედ საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმში მიმდინარე Metropol Oval-ის პროექტს ერგო.
აღნიშნული გამარჯვებით „მეტროპოლს“ შესაძლებლობა მიეცა, მონაწილეობა მიიღოს 100-ის კონკურსში, რომელიც ასევე მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ქართულ დეველოპერულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს 100 პროექტს შორის კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.
მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კომპანიამ საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია. Metropol Oval, რომელიც ბათუმში შენდება, ჩვენი საამაყო პროექტია და გამორჩეულია როგორც თავისი კონცეფციით, ისე არქიტექტურული სტილით. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმრო ქსელთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ საერთაშორისო ფრანგულ ჰოსფითალითი ბრენდთან პარტნიორობის ფარგლებში Metropol Oval-ში განთავსდება 5*-იანი სასტუმროების ქსელი Royal Tulip, რომელსაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ.
Luxury Lifestyle Awards-ს აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნების ვრცელი ჩამონათვალი და მაღალი სტანდარტები აქვს, რასაც პროექტი სრულად აკმაყოფილებს. ამ ფაქტს ადასტურებს გლობალური ჯილდო, რომლის მიღებაც ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს პროექტის პირველი საერთაშორისო აღიარებაა, დარწმუნებულები ვართ, ჩვენი კომპანიის სხვა პროექტებიც ასეთივე წარმატებით ისარგებლებს და კიდევ შევძლებთ სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას“.
საინვესტიციო პროექტი Metropol Oval, რომლისთვისაც „მეტროპოლმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, 2027 წლიდან ამოქმედდება. პროექტი ს შუაგულში, ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას, გმირთა ხეივანზე მდებარეობს და მისი საინვესტიციო ღირებულება 130 მლნ ლარზე მეტია.
კომპლექსში განთავსებულია: საინვესტიციო აპარტამენტები, 100-ნომრიანი სასტუმრო, სპა და ფიტნესცენტრი, ლაუნჯზონები, ღია საცურაო აუზი, რესტორანი, ღვინის ბიბლიოთეკა და კინოთეატრი. საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტით „მეტროპოლი“ ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
სწორედ უნიკალურობა, მაღალი ხარისხი, სანდოობა, გარემოზე ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობაა ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც გლობალური დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულები უნდა აკმაყოფილებდნენ. საუკეთესოების გამოსავლენად ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი კომპანია ფასდება 100-მდე ქვეყნიდან სხვადასხვა კატეგორიაში.
Luxury Lifestyle Awards-ის ნომინაციები სხვადასხვა ინდუსტრიაში პრემიულ პროექტებს მოიცავს, მათ შორის ფასდება უმაღლესი კლასის სასტუმროები, დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, დიზაინერები, გამორჩეული საკვები ობიექტები, სუნამოებისა და სამკაულების ბრენდები.
კონკურსში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია კომპანიის სწრაფვა განვითარებისა და სრულყოფისაკენ, რაც ქართული კომპანიის „მეტროპოლის“ მიზნებსა და ხედვებს სრულად ემთხვევა. ამას ამტკიცებს ჯილდოც, რომელიც დეველოპერმა ბაზარზე საქმიანობის დაწყებიდან ძალიან მალე, ორ წელიწადში მოიპოვა. საერთაშორისო აღიარებამ კიდევ უფრო გაამყარა „მეტროპოლის“ პოზიცია უძრავი ქონების ინდუსტრიაში.
„მეტროპოლის“ მიმდინარე პროექტები:
ამჟამად კომპანიას ხუთი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში.
მშენებლობის პროცესშია „მეტროპოლ ბაგები“, რომელიც 2024 წლის ბოლოს ჩაჰბარდება. 2026-ში დასრულდება „მეტროპოლ ქავთარაძე“, ქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი რეკრეაციული ზონითა და გამწვანებით. დედაქალაქის პროექტები გამიზნულია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში, მიმდინარე საინვესტიციო მასშტაბური პროექტები Metropol Oval და Metropol Cube კი 2027 წელს ჰბარდება. ასევე სულ მალე კომპანია ბათუმში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს „პარალელს“ წარადგენს. ეს იქნება საცხოვრებელი კორპუსი, პანორამული ხედებით ქალაქის ცენტრში.
ჯამში, „მეტროპოლი“ 516 200 M2 ფართობზე 500 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
ხუთივე კომპლექსი სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომელთა პრიორიტეტები ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.
უახლოეს გეგმებშია სააგარეკე პროექტი შინდისში – ახალი უბანი კერძო დასახლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განთავსდება.
„მეტროპოლი“ პირველი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას აპირებს.

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე – უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ