მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა
ოპოზიცია მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა.
„ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ ტრაგიკულ სურათს აჩვენებს. მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია