მეტეხის ხიდზე სტუდენტებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა

მეტეხის ხიდზე, 3 ოქტომბრის საღამოს, ახალგაზრდებსა და დაუდგენელ პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სტუდენტები მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, რა დროსაც მათ დაუდგენელ პირებთან დაპირისპირება მოუწიათ. დაშავებულია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იგორ ნარმანია. დაშავებულია ერთი არასრულწლოვანიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მალევე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი პირი იყო დაკავებული. მოგვიანებით კი გაავრცელეს განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ „მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით“ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
„პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა – როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.
ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ადგილზე მისულ ნეტგაზეთის რეპორტიორს ინციდენტის შემსწრე სტუდენტმა უთხრა, რომ ბრიფინგისთვის შეკრებილ სტუდენტებს, რომელთაც სურდათ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მიემართათ მოქალაქეებისთვის, „რაღაც შენობიდან 10-15 ტიტუშკა გამოუვარდა“. სტუდენტებმა ბრიფინგი მომხდარის შემდეგ მაინც ჩაატარეს. ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?