არქივი10 აპრილი 2024, 16:24
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.