“მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 14.3 მილიარდ დოლარს დააბანდებს „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად

კომპანია “მეტა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Scale-ში 14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ ვანგი კი „მეტას“ „სუპერინტელექტზე“ მომუშავე გუნდს შეუერთდება.
„ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ზაკერბერგი ცდილობს თავისი კომპანია ხელოვნური ინტელექტის კუთხით განავითაროს, რადგან მიიჩნევა, რომ ის ამჟამად ძალიან ჩამორჩება კონკურენტებს – „გუგლს“ და OpenAI-ს.
Scale-მა განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ კომპანიად დარჩება, მაგრამ შეთანხმება „მნიშვნელოვნად გააფართოვებს Scale-სა და „მეტას“ კომერციულ ურთიერთობას“ და რომ 14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად მის საბაზრო ღირებულებას 29 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. „მეტა“ სტარტაპში 49%-იან წილს ფლობს.
ზაკერგერგი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს „სუპერინტელექტის“ აბსტრაქტულ იდეას – მას კონკურენტი კომპანიები „ხელოვნურ ზოგად ინტელექტს“ ანუ AGI-ს უწოდებენ. მანამდე, 2021 წელს, ტექნოლოგიების გიგანტი მეტა-სამყაროს იდეაზე გადაერთო, კომპანიას სახელი შეცვალა და მილიარდები ჩადო ვირტუალური რეალობისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

მიხეილ სააკაშვილი: ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა… ამ აკრძალვებმა დამიდასტურა ის, რომ ის “იმედის” ნაძირლებთან ქიშპობის გამო არ დაუჭერიათ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და ჩაკეტეს …