პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მესტიის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გათიშვისკენ მოუწოდებს

მესტიის მერია მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გათიშვისკენ მოუწოდებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას მოუწოდებს გათიშო ე.წ. ბიტკოინის აპარატები. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში “კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება”.
მერიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან ასაცილებლად, ისინი გათიშულია. მათივე განცხადებით, ამ პირობებში, შეუძლებელი გახდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
“აღნიშნულ თემებში [ხაიშსა და ჭუბერში], ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტრესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა”, – წერია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.