არქივი16 დეკემბერი, 2024, 20:21
,, მესმის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადად შოპინგზე ჩამოსული ქოცების ექსკურსიებს ემსახურებოდით” – ხუხაშვილი ელჩებს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ელჩებს მიმართავს:
,,ბატონო და ქალბატონო ელჩებო!
მესმის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადად შოპინგზე ჩამოსული ქოცების ექსკურსიებს ემსახურებოდით. სხვა საქმე აღარ გქონდათ.
ახლა ექსკურსიებიც უქმდება და რაღა უნდა აკეთოთ?!
ერთადერთი, ამ თქვენთვის ბოლო ჟამს, მოიკრიბოთ ღირსების ნარჩენები, აღიაროთ, რომ მაინც უმუშევრები ხართ და გადადგეთ…”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.