„მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს“ – ლევან ხაბეიშვილი „ხარებაზე“
ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ სიტყვებს ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი:
„მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.
ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.