ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მესი კვლავ ევროპაში? - არგენტინული გამოცემა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

მესი კვლავ ევროპაში? - არგენტინული გამოცემა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

მაიამის "ინტერის" ლიდერი ლიონელ მესი, შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას TNT Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი "ლა პულგას" დაბრუნებას არა ამ, არამედ მომდევნო ზაფხულს შეეცდება, რადგან ამჟამად "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს.
გამოცემის ინფორმაციით, თავად ლეო "ბარსაში" მეორედ გადასვლაზე თანახმაა და თვლის, რომ "ბლაუგრანაში" დაბრუნება მისი კარიერის დასრულების იდეალური სცენარი იქნება.
შეგახსენებთ, 37 წლის მესი მაიამის "ინტერს" 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელს MLS-ის კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.