ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მესის წასვლის შემდეგ არგენტინის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისურს აღარ გამოიყენებენ

არგენტინის ნაკრებში, ლიონელ მესის წასვლის შემდეგ 10-ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებენ. ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა.
"როდესაც მესი დატოვებს ნაკრებს, ჩვენ 10 ნომრით თამაშის უფლებას აღარავის მივცემთ. მის საპატივცემულოდ ამ ნომერს ნაკრებიდან ამოვიღებთ. ეს მცირედია, რის მის საპატივცემულოდ გაკეთებაც შეგვიძლია". – ამბობს ტაპია.
2022 წლის დეკემბერში ლიონელ მესის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდის ლიდერმა 7 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სულ ნაკრების მაისურით მესის 180 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 106 გოლი აქვს გატანილი. მრავალი სპორტული სპეციალისტის აზრით ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.