ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მესის ნაცვლად, 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებდი" - სნეიდერი

ვეტერანმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებდა, თუმცა აღნიშნული ჯილდო ლიონელ მესის გადაეცა.
"სიმართლე გითხრათ, 2010 წელს ადგილი უსამართლობას ჰქონდა. არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამის გამო ტირილს დაიწყებს. პირადად მე, უპირატესობას გუნდური ჯილდოების მოგებას ვანიჭებ.
იმ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, რაც ყველა ინდივიდუალურ ტიტულზე მაღლა დგას", - განაცხადა სნეიდერმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.